რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კუპიანსკი დაბომბეს, რასაც 73 წლის მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთმა ადგილობრივმა, 79 წლის მამაკაცმა ჭრილობები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები