ზელენსკიმ უკრაინის სახმელეთო ძალების რაოდენობა დაასახელა
უკრაინის სახმელეთო ჯარების რაოდენობა ამჟამად 600 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამში დაწერა.
„უკრაინის სახმელეთო ძალები. 600 ათასზე მეტი ჯარისკაცი“, – დაწერა მან.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა 6 სექტემბერს აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2022 წლის თებერვლიდან სამჯერ გაიზარდა – 261 ათასი ადამიანიდან 800 ათასამდე.
„დღეს 1 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება უსაფრთხოებასა და თავდაცვის სექტორში, საიდანაც 800 ათასზე მეტი სამხედროა”, – აღნიშნა მან.