რუსეთის ცესკომ გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა „ახალ რეგიონებშიც“ ჩატარდეს, სადაც საომარი მდგომარეობაა.
რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ ტერიტორიებს „ახალ რეგიონებს“ უწოდებს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს ჩატარდება.
არჩევნებში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი, უკვე მეხუთე ვადით, ვლადიმერ პუტინიც მიიღებს.