“რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, უნგრეთის პრემიერმინისტრს გულწრფელად ვესაუბრე” – ზელენსკი არგენტინაში ორბანთან საუბარზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს „გულწრფელად ესაუბრა“.
„ინაუგურაციის ფარგლებში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, გულწრფელად ვესაუბრე უნგრეთის პრემიერმინისტრ ორბანს. ნათელია, რომ ეს საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ორი ლიდერის საუბარს ორბანის პრესმდივანიც გამოეხმაურა.
ბერტალან ხავაშის თქმით, ორბანმა ზელენსკის უთხრა, რომ “ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის მიღებას მუდმივად განიხილავენ”.