“უნგრეთი არის ევროპის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ევროკავშირი იცავს” – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ უნგრეთი არის ევროპის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ევროკავშირი იცავს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„როგორც მე მესმის უნგრეთის პოზიცია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, არის ის, რომ უნგრეთი არის ევროპის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ევროკავშირი იცავს. ეს არის იდეოლოგიების დაპირისპირება – მათი ვისაც სურს, რომ ევროპა იყოს ძლიერი და მათი, ვისაც საერთოდ არ სურს ევროკავშირი არსებობა. ჩვენ თუ შევძლებთ რაციონალური გზით, პრაგმატულად გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ პრობლემას გადავჭრით, თუ ვერ შევთანხმდებით, წინ ბნელი დრო გველის“, – განაცხადა დიპლომატმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას და განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგი აისახება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებზე და ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთს ესაზღვრება.