აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნის
აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნის.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
მთავრობამ 2020 გაზაფხულზე, პანდემიის დროს მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა.
ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.