ტონგას სამეფოს სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ტონგას სამეფოს სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ტონგას დედაქალაქ ნუკუალალოფას ჩრდილო-დასავლეთით 275 კილომეტრში, 238 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ამ დასახლებულ პუნქტში 22 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
შესაძლო მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.