აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კონგრესის მიერ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.
კითხვაზე, თუ გადაწყვეტილება წლის ბოლომდე არ იქნება მიღებული, რა ვითარება შეიქმნება ისრაელსა და უკრაინაში, დიპლომატმა თქვა, რომ ”ვფიქრობ, ერთადერთი ადამიანები, ვინც ამის გამო ბედნიერი იქნება, იმყოფებიან მოსკოვში, თეირანსა და პეკინში”.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს რუსეთის აგრესიას მოგერიებასა და მათ განდევნაში, მაგრამ სამხრეთსა და აღმოსავლეთში მძიმე ბრძოლები გრძელდება, ხოლო დაფინანსება იწურება.
”სხვათა შორის, დახმარების 9%, რომელიც ჩვენ უკრაინას გავუწიეთ, რეალურად არის ჩადებული ინვესტიცია აქ, შეერთებულ შტატებში, ჩვენს კომპანიებში, ჩვენს მწარმოებლებში. ჩვენ ასევე გადავანაწილეთ ტვირთი ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე. ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ – ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 70 მილიარდი დოლარი. ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ევროპის ფარგლებს გარეთ – 110 მილიარდ დოლარზე მეტი. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ტვირთის განაწილება, რაც გვჭირდება“, – დასძინა მან.
ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ფული იწურება, ამიტომ, კონგრესმა უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნა დამატებითი დაფინანსების შესახებ.
რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსება შეიძლება დამტკიცდეს მხოლოდ ამერიკის სასაზღვრო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ.