ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ე.წ. მილიციამ 43 წლის თემურ კირბაია რამდენიმე დღის წინ, გაურკვეველი მიზეზით ქუჩაში დააკავა, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს ოკუპირებული გალის “მილიციის” ერთ-ერთ განყოფილებაში.

არსებული ინფორმაციით, თემურ კირბაიაზე მილიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ძალადობის შედეგად ის საავადმყოფოში თავად მილიციელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო და ის გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები