პალესტინის ელჩი დიდ ბრიტანეთში: აშშ უფლებას აძლევს ისრაელს, ჩაიდინოს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
დოჰას ფორუმზე „ალ-ჟაზინარას“ წინაშე სიტყვით გამოსვლისას პალესტინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ჰუსამ ზომლოთმა განაცხადა, რომ აშშ-სა და დასავლეთს არ შეუძლიათ, იყვნენ კეთილსინდისიერი შუამავალები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის.
„დღეს ჩვენ მკაცრი რეალობის წინაშე დავდექით: აშშ ისრაელს უფლებას აძლევს, ჩაიდინოს ყველაზე საშინელი დანაშაული კაცობრიობის წინაშე“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს გენოციდია, რის შედეგადაც 17 000 ადამიანი დაიღუპა.
„ეს მთელი ერის გენოციდია, რის შედეგადაც 17 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 70% – ქალები და ბავშვები არიან. ისრაელი ანგრევს ჩვენს სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და ინფრასტრუქტურას. ღაზა საცხოვრებლად უვარგისი ხდება“, – აღნიშნა ჰუსამ ზომლოთმა.