ტედროს გებრეიესუსი: ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში საბრძოლო მოქმედებების ჯანდაცვის სექტორზე გავლენა კატასტროფულია
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში საბრძოლო მოქმედებების ჯანდაცვის სექტორზე გავლენა კატასტროფულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, საგანგებო საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.
ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით ღაზაში შექმნილია იდეალური პირობები სასიკვდილო დაავადებების გავრცელებისთვის.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შეუძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გათვალისწინებით.
„აშკარაა, თუ ვიტყვით, რომ კონფლიქტის გავლენა ჯანდაცვაზე კატასტროფულია. ჯანდაცვის საჭიროებები დრამატულად არის გაზრდილი, ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები კი აქამდე არსებულის ერთ მესამედამდე შემცირდა“, – განაცხადა გებრეიესუსმა.