კატარის პრემიერ-მინისტრი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების ფანჯარა ვიწროვდება

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების ფანჯარა ვიწროვდება. ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ სანიმ დოჰაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა.

მისი განცხადებით ღაზაში ომი ზრდის ახლო აღმოსავლეთში მთელი თაობის რადიკალიზაციას და რომ ისრაელსა და ღაზას შორის ახალი სამშვიდობო ზავის პერსპექტივა იკლებს.

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, არ ვაპირებთ დანებებას. დაბომბვის გაგრძელება ჩვენთვის ამ ფანჯარას ავიწროებს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები