IDF: ლიბანიდან გასროლილ რაკეტას ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ლიბანიდან გასროლილმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტამ ჩრდილოეთ სასაზღვრო ქალაქ მატატში ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 60 წელს გადაცილებული მამაკაცის გადარჩენას ექიმები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

IDF-ში თავდასხმას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათმა ძალებმა საბრძოლო ვერტმფრენების, ტანკებისა და არტილერიის საშუალებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

არმია ასევე დასძენს, რომ მან ასევე ცეცხლით უპასუხა რამდენიმე სხვა ლოკაციას სამხრეთ ლიბანში, სადაც დღეს ისრაელზე დარტყმები განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები