“ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაცია წევრების უმრავლესობამ, ხოლო კასპის საკრებულოს ფრაქცია 6-მა წევრმა დატოვა
„ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობა პარტიას ტოვებს.
ასევე, კასპის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობა“ რვა დეპუტატიდან ექვსმა დატოვა.
მათ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს და განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ახალი მენეჯმენტის მიერ შეუსრულებელი დაპირებების ფონზე პარტიის დასუსტება.
გიორგი შარიფაშვილის განცხადებით, ისინი მანდატებს არ დატოვებენ, არამედ გააგრძელებენ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით და ახალი ფრაქციის სახელით ნიკა მელიას გუნდთან ერთად.