როკფელერიდან რიომდე – საუკეთესო ნაძვის ხეები, რომლებიც დღესასწაულის ბრწყინვალებას განსაზღვრავენ
ეს ხეები დღესასწაულის სასიხარულო ამბებს გვიყვებიან. ყოველი საახალწლო ნაძვის ხე უნიკალურ ისტორიას ინახავს და საერთო ბედნიერებას მოწმობს. წელიწადის ამ ჯადოსნურ დროს ის ყველას გვაერთიანებს.
როკფელერის ცენტრი, ნიუ-იორკი
როკფელერის ცენტრი ნიუ-იორკის პოპულარული ნაწილია მთელი წლის განმავლობაში, თუმცა შობის მოახლეობასთან ერთად, 80-ფუტიანი ნაძვის ხე – 50 000 ფერადი ნათურით და სვაროვსკის კაშკაშა ვარსკვლავით – განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
საშობაო ნაძვის ხის ანთების ტრადიციას როკფელერის ცენტრში 1933 წლის დეკემბრიდან ჩაეყარა საფუძველი. მიმდინარე წელს ეს 91-ე ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართა. საკულტო ხე განათებული იქნება 2024 წლის 13 იანვრის 22:00 საათამდე.
ტრაფალგარის მოედანი, ლონდონი
ნორვეგიული საშობაო ნაძვის ხე ტრაფალგარდის მოედანზე მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო გაერთიანებული სამეფოსთვის ნორვეგიისგან. მიმდინარე წელს ამ ყოველწლიური საჩუქრის გადაცემის ტრადიციას 76 წელი უსრულდება. ეს დიდებული ხე ტრაფალგარდის მოედანს 2024 წლის 4 იანვრამდე დაამშვენებს.
რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
რიო-დე-ჟანეიროს არაჩვეულებრივი მცურავი ნაძვის ხე ამშვენებს 1996 წლიდან. მისი სიმაღლე შეადგენს 278 ფუტს და მორთულია 3 მილიონზე მეტი ნათურით და კაშკაშა მოსართავით.
გუბიო, იტალია
1981 წლიდან შუასაუკუნოვან ქალაქი გუბიოში, იტალიაში 7 დეკემბერს მსოფლიოში ყველაზე დიდ „საშობაო ნაძვის ხეს“ აანთებენ. მის ასაკაშკაშებლად გამოყენებული იქნება 300 მწვანე ნათურა გარშემო და 350-ზე მეტი ფერადი ნათურა შიგნიდან მოსართავად. აღნიშნული „ნაძვის ხე“ განლაგებული იქნება ინჯინოს მთის ფერდობზე.