Vatican News-ი ილია მეორის გარდაცვალებაზე წერს: რომის პაპმა ღვთისმშობელს სთხოვა, დაეცვა მისი უწმინდესობა, წმინდა სინოდი და მთელი საქართველოს მოსახლეობა

17 მარტს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაიცვალა,- ამის შესახებ გამოცემა Vatican News-ი წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე კარდინალმა კურტ კოხმა რომის პაპის მიმართვა წაიკითხა.

ლეო XIV ილია მეორეს “შერიგების ხმას” და “ერთობის დაუღალავ მშენებელს” უწოდებს.

პაპმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ლოცვას შეუერთდება.

“გულწრფელი სამძიმრის გამოხატვით, თქვენს უდიდებულესობას, წმინდა სინოდს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ვადასტურებ ჩემს ძმურ სოლიდარობას თქვენს მწუხარებაში”,- გადმოსცა პაპმა.

წერილში წმინდა მამამ პატრიარქ ილია მეორეს “აღმდგარი ქრისტეს რწმენის ერთგული მოწმე“ უწოდა.

“პაპი ასევე ძმურ თანადგომას უცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს“, – ნათქვამია სტატიაში.

რომის პაპმა ღვთისმშობელს სთხოვა, დაეცვა მისი უწმინდესობა, წმინდა სინოდისა და მთელი საქართველოს მოსახლეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები