მარიამ კობიაშვილი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, ზამურ ჭითანავას და დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, კობა მურადაშვილს შეხვდა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, ზამურ ჭითანავას და დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, კობა მურადაშვილს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლებმა მერებს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კადრების გადამზადების მნიშვნელობაზე. პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერება და რეგიონებში საკადრო დეფიციტის შემცირება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს, რაც მერიებში დასაქმებული საჯარო მოხელეების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები