“სიონის ტაძარი, დაახლოებით, 8 საათამდე იქნება ღია” – მამა გიორგი ვაშალომიძე
“დღეს, დღის განმავლობაში ექნება მორწმუნე საზოგადოებას საშუალება იმისა, რომ მობრძანდეს და პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს, თუმცაღა, იქნება გარკვეული შეზღუდვები”, – ამის შესახებ სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, გიორგი ვაშალომიძე აცხადებს.
როგორც მამა გიორგი განმარტავს, მოქალაქეებს სწორედ ამ პერიოდში ექნებათ საშუალება, მოილოცონ კათალიკოს-პატრიარქის განსასვენებელი.
“შეზღუდვები დაკავშირებულია საფლავის მოწესრიგებასთან და ა.შ.
მორწმუნე საზოგადოებას, მთელი დღის განმავლობაში ექნება საშუალება იმისა, რომ, სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს. ტაძარი, დაახლოებით 8 საათამდე იქნება ღია”, – აცხადებს მამა გიორგი ვაშალომიძე.