გერმანიაში საშობაოდ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი, ერაყელი 20 წლის მამაკაცი დააკავეს

ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზე საშობაო არდადეგებზე ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი, ერაყელი 20 წლის მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ ქვემო საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დანიელა ბერენსმა განაცხადა, – წერს DW.

”მან გამოაცხადა, რომ სურდა თავდასხმები საშობაო პერიოდში და, სწორედ ამიტომ, ის წინასწარ დავაკავეთ”, – თქვა მან.

მამაკაცის დაკავების ოპერაცია 21 ნოემბერს ჰელმსტედში ჩატარდა.

ბერენსი განმარტავს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პოლიცია საშობაო ბაზრობებზე “ძალიან მკაფიოდ” იმოქმედებს.

მისი თქმით, გერმანიაში არიან ისლამისტები, რომლებიც თავდასხმებით მუქარას აგრძელებენ.

„სულ ახლახან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბრანდენბურგში ორი ახალგაზრდა დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე იყო და საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას გეგმავდა“, – თქვა ბერენსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები