ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) განაცხადეს, რომ „ჰამასმა“ წითელი ჯვრის ორგანიზაციას კიდევ 6 მძევალი გადასცა.
„წითელი ჯვრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათთან ექვსი გატაცებული ისრაელელი გადაიყვანეს და ისინი ახლა ისრაელისკენ მიმავალ გზაზე არიან“, – ნათქვამია IDF-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს „ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ ორი ისრაელელი მძევალი გადასცა, რითაც დღეს გათავისუფლებული მძევლების საერთო რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.
სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან კიდევ 30 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება.