ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ „ჰამასმა“ კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა.
მათივე ცნობით, გათავისუფლებული პირები 40 წლის ამიტ სოუსანა და 21 წლის მია სქემა არიან, რომლებიც უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
მათ ჯანმრთელობის პირველადი შემოწმება ჩაუტარდებათ, მოგვიანებით კი საავადმყოფოებში გადაიყვანენ და ოჯახებს შეუერთდებიან.
მედიის ინფორმაციით, „ჰამასი“ უახლოეს საათებში კიდევ რამდენიმე მძევალს გაათავისუფლებს.