ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„მე არ მოვუსმინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკოპიეში. ვფიქრობდი, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, იმ ოთახში ყოფილიყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც დეზინფორმაციის მონიტორინგი ევალებოდა“, – წერს ლიპავსკი.
Projev ruského ministra zahraničí jsem si ve Skopje neposlechl. Považoval jsem za přínosnější, aby byl v tu chvíli v sále náš kolega, který má na starosti monitoring dezinformací.
— Jan Lipavský (@JanLipavsky) November 30, 2023