იერუსალიმში დღეს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ჰამასის” ერთ-ერთმა დანაყოფმა აიღო
იერუსალიმში დღეს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “იზედდინ ალ-კასმის ბრიგადებმა” აიღო, რომელიც “ჰამასის” ერთ-ერთ საბრძოლო ფრთად მიიჩნევა.
ამის შესახებ განცხადება დაჯგუფებამ თავის ტელეგრამის არხზე გაავრცელა.
მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის “დანაშაულების საპასუხოდ მოხდა, რომელიც ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე ბავშვებს და ქალებს კლავს, ასევე, ალ-აქსას მეჩეთის „შეურაცხყოფის“ გამო”.
იერუსალიმის შესასვლელთან დღეს მომხდარ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაიჭრა.