ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2024 წელს მალტა იქნება
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2024 წელს მალტა იქნება.
ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს თავმჯდომარემ, ბუიარ ოსმანიმ ეუთოს მინისტერიალის გახსნით სხდომაზე განაცხადა.
„მალტის რესპუბლიკამ ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობით აიღო. დარწმუნებული ვარ, რომ ესტონეთი ეუთოს დამსახურებული თავმჯდომარე გახდება და ეს მომენტი ძალიან მალე დადგება“, – განაცხადა ბუიარ ოსმანიმ.
ეუთოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები მალტისთვის თავმჯდომარეობის გადაცემას ხვალ დაადასტურებენ.