ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს მორიგი ვიზიტით ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატი ისრაელის თავდაცვის უფლებას, ღაზას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების გზებს განიხილავს.
2 დეკემბრის ჩათვლით, ბლინკენი, ისრაელის გარდა, ბელგიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.