მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი – A23a შესაძლოა, მალე გაქრეს
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი – A23a სამხრეთ ოკეანის წყლებში გავიდა და უახლოეს თვეში სკოშის ზღვას მიუახლოვდება, სადაც შესაძლოა, შეწყვიტოს არსებობა ან დარჩეს უენდელის წყალმარჩხის სისტემაში და ცურვა კიდევ რამდენიმე წელს გააგრძელოს.
ამის შესახებ არქტიკისა და ანტარქტიდის კვლევითი ინსტიტუტის პრესსამსახური იტყობინება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ A23a ბრანსფილდის სრუტიდან აღმოსავლეთით დინებას გაჰყვება, შემდეგ აისბერგი ჩაივლის სამხრეთ ორკნის კუნძულებს და სკოშის ზღვას მიუახლოვდება.
ექსპერტების აზრით, ასეთ შემთხვევაში ქარის, ტალღების და ოკეანის თბილი წყლების გავლენის შედეგად, ის არსებობას შეწყვეტს.
აისბერგი A23a – 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უედელის ზღვის ცენტრალურ ნაწილში იმყოფებოდა. თუმცა, 2023 წლის გაზაფხულზე, როდესაც ანტარქტიდაში ზამთარი იყო, აისბერგმა ყინულის კიდეებისკენ აქტიური მოძრაობა დაიწყო.