კადიროვი ომში კიდევ 3 ათას ჩეჩენ მებრძოლს აგზავნის

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ სამი ათასი ჩეჩენი მებრძოლი უკრაინაში გასაგზავნად არის მზად.

მისი თქმით, ისინი უკვე მსახურობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის ახალი ნაწილების შემადგენლობაში.

”ამაში პირადად დავრწმუნდი. ვეწვიე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორ ახალ პოლკს – “ახმატ-რუსეთს” და “ახმატ-ჩეჩნეთს”, ასევე, შეიხ მანსურის ბატალიონს. აქ ასევე იმყოფებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის ბაისანგურ ბენოევის სახელობის ახალი ოპერატიული ბატალიონის ჯარისკაცები“, – წერს კადიროვი Telegram-ში.

მისივე მტკიცებით, ჩეჩენ მებრძოლებს წვრთნები რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ინსტრუქტორებმა ჩაუტარეს და მზად არიან „საბრძოლო ზონაში“ გასამგზავრებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები