ისრაელმა იმ მძევლების სია მიიღო, რომლებსაც “ჰამასი” დღეს გაათავისუფლებს

ისრაელის მთავრობამ მძევლების სია მიიღო, რომლებსაც “ჰამასი” დღეს გაათავისუფლებს.

ამის შესახებ ისრაელის არმიის რადიო პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

გაზეთი Haaretz-ი წერს, რომ მთავრობამ ინფორმაცია მათ ახლობლებს უკვე შეატყობინა.

წინასწარი ცნობით, გახანგრძლივებული ზავის პირველ დღეს კიდევ 10 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები