იოავ გალანტი: IDF უფრო ძლიერი იქნება, როდესაც ზავის შემდეგ ბრძოლას დაუბრუნდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, როდესაც მათი ქვეყანა ღაზაში „ჰამასთან“ ბრძოლას განაახლებს, ის ბევრად უფრო ძლიერი იქნება.

„თქვენ ახლა გაქვთ რამდენიმე დღე, ჩვენ დავუბრუნდებით ბრძოლას, გამოვიყენებთ იმავე ძალას და მეტს. დაიმახსოვრეთ, რომ სანამ ისვენებთ და აორგანიზებთ [მომავალ ბრძოლას], მტერიც იმავეს აკეთებს“, – განუცხადა ჯარისკაცებს ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც მან აღნიშნა, ისრაელის სამხედრო ძალები ღაზის სექტორის მთელ ზოლში იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები