წითელი ჯვარი ადასტურებს, რომ „ჰამასმა“ კიდევ 11 მძევალი გაათავისუფლა
წითელმა ჯვარმა დაადასტურა, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ, „ჰამასმა“ დღეს საღამოს მძევლების მეოთხე ჯგუფი გაათავისუფლა, რომელიც 11 პირისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გათავისუფლებულ მძევლებს შორის 9 ბავშვი და 2 ქალია.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კიდევ ორი დღით გახანგრძლივდება.