შავი ზღვის სანაპიროები ქარიშხალს და ზღვაში ძლიერ შტორმს ებრძვიან.
ოკუპირებული აფხაზეთი
სოჭში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, ათობით ავიარეისი სათადარიგო აეროდრომზე გაგზავნეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში დატბორილია ქუჩები, წყალმა სახლების სარდაფებშიც შეაღწია, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ყველა ძლიერი ზარალი რუსეთის მიერ ანექსირებულ, ყირიმის ნახევარკუნძულს მიადგა, სადაც სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი დაშავებულია.
ყირიმი
ძლიერის ქარის შედეგად, ყირიმის სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გაზსადენი, ზღვაში შტორმის შედეგად ტალღებმა ევპატორიას რაიონები, საკის ტრასა დატბორა.
როგორც ე.წ.ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამში დაწერა, ყირიმის ზოგ რაიონსა და ქალაქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.