“გვაქვს შესაძლებლობა,  მაქსიმალურად სწრაფად დავიხსნათ ჩვენი თითოეული მოქალაქე” – ჩიქოვანი ოკუპანტების მიერ სამი მოქალაქის უკანონოდ დაკავებაზე

„მნიშვნელოვანია, ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში არის გაწელილი პროცესი, მაგრამ ფაქტები მაინც გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა,  მაქსიმალურად სწრაფად დავიხსნათ თითოეული ჩვენი მოქალაქე და ამისთვის დიდი მადლობა ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა “ქრონიკას” განუცხადა.

ჩიქოვანმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქის  უკანონოდ დაკავებაზე ისაუბრა.

“არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რომელიც რთულია, მაგრამ ამ საკითხზე ინფორმაცია გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ საკითხების მიმართებითაც წინსვლა იყოს“, – განაცხადა  ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები