დავით არახამია: უკრაინაში მომავალ წელს საპარლამენტო, ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება

უახლოეს წლებში უკრაინა ვერც საპარლამენტო, ვერც ადგილობრივი და ვერც საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ ჩაატარებს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

„მომავალ წელს საერთოდ არ მგონია, რომ არჩევნები იყოს. მომავალ წელს არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი, არც საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება“, – ამბობს არახამია.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინას არჩევნების ჩატარებას არავინ აიძულებს, მაგრამ ამ კითხვას ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირები პერიოდულად სვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები