კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, ისრაელმა პატიმრობაში მყოფი 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი გაათავისუფლა.
„შეთანხმების პირველი დღის ვალდებულებების შესრულების მიზნით, ჩვენ ვადასტურებთ ისრაელის ციხეებში დაკავებული 39 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ კატარის შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, სანაცვლოდ – ისრაელი საპატიმროებიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს.