აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგს, ლამარა ქემოკლიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი გადაეცა

Play the video აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, la la la ნანა გაბელიამ აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგს, ლამარა ქემოკლიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ლამარა ქემოკლიძე 1971 წლიდან აფხაზეთში განვითარებულ შეიარაღებულ მოქმედებებამდე ქალაქ გაგრისა და ბიჭვინთის საშუალო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა.
ლამარა ქემოკლიძეს წლების განმავლობაში მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდო და სიგელი, მათ შორის, აფხაზეთის სახალხო განათლების წარჩინებული მასწავლებლის წოდება.
მინისტრმა, ასევე, ღვაწლმოსილ პედაგოგს 50 წლიანი ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით სიგელი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები