გია ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე“: რა გეზეიმება, რა 23 ნოემბერს აღნიშნავ?

დღეს, ადამიანები, რომლებიც შეიძლება 2004 წელს სულ არ იყვნენ დაბადებულები და ვერ მოესწრნენ ამ მოღალატეობრივ საქმიანობას, რომელმაც ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია, დღეს ამომრჩევლები არიან. მათზე გათვლილი გარკვეული ერთობის შექმნა, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ მანიფესტს.

„რა გეზეიმება, რა 23 ნოემბერს აღნიშნავ? იყო საწყისში პოზიტიური ტენდენციები, რასაც ყველა ელოდა, მაგრამ ამან მიიღო ისეთი ხასიათი, რომელიც ახლოსაც არ არის ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, 23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდ შეკრებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები