სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დაკავებული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
“სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი თბილისში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.