პუტინი: ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევაჩეროთ უკრაინაში ომის ტრაგედია

საჭიროა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს უკრაინაში ომის ტრაგედია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ ლიდერების ვირტუალურ შეხვედრაზე განაცხადა.

„დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია. სხვათა შორის, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა კონფლიქტის აღსაწერად კრემლის ამჟამინდელი ტერმინის – „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ნაცვლად, სიტყვა „ომი“ გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები