ტრამპი: ჩინეთი აღფრთოვანებულია, რომ მე ჰორმუზის სრუტეს სამუდამოდ ვხსნი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი დადებითად აფასებს მის ინიციატივას ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ და ირანისთვის იარაღის მიწოდებას არ გეგმავს.

„ჩინეთი აღფრთოვანებულია, რომ მე სამუდამოდ ვხსნი ჰორმუზის სრუტეს. ამას მათთვის და მსოფლიოსთვის ვაკეთებ. ეს სიტუაცია აღარასდროს განმეორდება. ჩინეთმა აღნიშნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის. პრეზიდენტი სი ძინპინი მეგობრულად ჩამეხუტება, როდესაც რამდენიმე კვირაში იქ ჩავალ.

ჩვენ ერთად ჭკვიანურად და ძალიან კარგად ვმუშაობთ! განა ეს ბრძოლაზე უკეთესი არ არის??? მაგრამ გახსოვდეთ, ჩვენ ძალიან კარგები ვართ ბრძოლაში, თუ საჭიროა – ბევრად უკეთესები, ვიდრე ნებისმიერი სხვა“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები