საქართველოს კარატეს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს კარატეს ნაკრები ევროპის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა 15-დან 19 ნოემბრამდე, საფრანგეთის ქალაქ ანტიბეში ჩატარდა.
ქართველმა კარატისტებმა ლუკა ხვედელიანმა, ტარიელ სამხარაძემ, ავთანდილ გიუნაშვილმა და მზეჭაბუკ მახარაძემ ტურნირზე უმაღლესი სინჯის მედლები მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს.