“ისლამური ჯიჰადი” კიდევ ერთი მძევალი ქალის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ცნობას
პალესტინურ დაჯგუფება “ისლამურ ჯიჰადში” განაცხადეს, რომ კიდევ ერთი მძევალი ქალია დაღუპული.
დაჯგუფებას Jerusalem Post-ი ციტირებს, რომელმაც ინფორმაცია ტელეგრამში გამოაქვეყნა.
„ჩვენ ადრე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ისიც ყოფილიყო გათავისუფლებული ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, მაგრამ მტერი დროს წელავდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია”,- ამბობენ “ისლამურ ჯიჰადში”.
მძევლის ვინაობა არ სახელდება, ასევე, არც მათი განცხადების გადამოწმებაა შესაძლებელი.
ისრაელის ხელისუფლებას ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.