ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ იმ 300 პალესტინელი პატიმრის სია გამოაქვეყნა, რომელიც შესაძლოა, “ჰამასთან” შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდეს
ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ იმ 300 პალესტინელი პატიმრის სია გამოაქვეყნა, რომელიც შესაძლოა, “ჰამასთან”მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდეს.
სიაში, რომელიც გამოქვეყნებულია ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე, ასახულია ამ პირთა სახელები, ასაკი და დანაშაულები.
თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებდა.
გასათავისუფლებელ სიაში მყოფთა უმრავლესობა 300-დან 287 არის 18 ან ნაკლები ასაკის მამაკაცი, მათი უმეტესობა დაკავებულია დასავლეთ სანაპიროსა ან აღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობების დროს. დანარჩენი 13 პატიმარი ზრდასრული ქალია, რომელთა უმეტესობა ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვის იყო დაკავებული.
“ჰამასთან” მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ღაზადან პირველ 4 დღეში 50 მძევალი ალი და ბავშვი იქნება გათავისუფლებული, თუმცა, მოსალოდნელია, რომ შემდგომ ეტაპზე ეს რიცხვი გაიზარდოს.