რუსეთმა ირანისგან შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტები მიიღოს, ხოლო “ჰეზბოლამ” – რუსული “პანცირი”
შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ ირანი რუსეთისთვის თანამედროვე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გადაცემისთვის ემზადება.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, – წერს Eurointegration-ი.
ამერიკული მხარის განცხადებით, ირანმა რუსეთს უკვე მიაწოდა საბრძოლო დრონები, მართვადი ბომბები და საარტილერიო ჭურვები.
შეშფოთება ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ მას შემდეგ გაიზარდა, რაც სექტემბერში თეირანში რუსეთის თავდაცვის მინისტრი – სერგეი შოიგუ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ადგილზე მას უჩვენეს ბალისტიკური რაკეტები Ababil და Fateh-110.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უკრაინაში გამოსაყენებლად“, – თქვა მან.
თეთრმა სახლმა ასევე დაადასტურა WSJ-ის ინფორმაცია, რომ “ვაგნერი” “ჰეზბოლასთვის” საჰაერო თავდაცვის სისტემის – Pantsir-S1-ის გადაცემას გეგმავს.