ისრაელის არმიაში შიშობენ, რომ “ჰამასი” 4-დღიან ზავს მარაგების შესავსებად გამოიყენებს

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ სამხედროები საომარ მოქმედებებში პაუზის დეტალებს ამუშავებენ.

ამის შესახებ მან CNN-თან თქვა და დასძინა, რომ ჯერ უცნობია, როდის დაიწყება პაუზის ათვლა.

​„სანამ ისრაელის მთავრობა არ მოგვცემს შეჩერების ბრძანებას, “ჰამასთან” ბრძოლას გავაგრძელებთ და როდესაც ასეთი შეთანხმება ძალაში შევა, ჩვენ მას დავიცავთ. მაგრამ ადგილზე ძალიან ფხიზლად ვიქნებით“, – განაცხადა ვიცეპოლკოვნიკმა.

კონრიკუსმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ “ჰამასის” ბოევიკებმა შესაძლოა, ისარგებლონ ზავით მარაგებისა და გადაჯგუფების მიზნით.

”რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, გავაგრძელოთ ზეწოლა “ჰამასზე”. მაგრამ ეს პაუზა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. ჩვენ შევასრულებთ ისრაელის მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები