“50 ქალი და ბავშვი და 4-დღიანი ზავი” – ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეთანხმება მიღწეულია

ისრაელმა და “ჰამასმა” შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით, ბოევიკები, სულ მცირე, 50 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებენ, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ოთხდღიანი ზავი გამოცხადდება, ხოლო ისრაელი ზოგიერთ პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

ამის შესახებ კატარის ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი, რომლის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა.

„შეთანხმება ითვალისწინებს ღაზას სექტორში მყოფი 50 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ; შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე გათავისუფლებულთა რიცხვი გაიზრდება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოლაპარაკებებში კატარის ხელისუფლება ეგვიპტისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

ვაშინგტონმა ადრე გამოაცხადა, რომ შეთანხმების განხორციელება კატარის განცხადების შემდეგ, დაახლოებით “24 საათის შემდეგ დაიწყება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები