უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 560-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 18 500-ზე მეტი დაშავდა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია (HRMMU) აქვეყნებს.
„10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა უკრაინისთვის საშინელი ეტაპია. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 21 თვე გრძელდება, გაჭიანურებულ კონფლიქტში გადასვლის რისკის წინაშე დგას, რასაც თან ახლავს მძიმე ადამიანური დანაკარგები“, – აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა, დანიელ ბელმა.
როგორც გაეროს სადამკვირვებლო მისიაში აღნიშნავენ, გამოწვევებისა და გადამოწმებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სავარაუდოდ, ბევრად მეტი შეიძლება იყოს.