გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო: 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში სააგენტოს 108 თანამშრომელი დაიღუპა

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში, სააგენტოს 108 თანამშრომელია მოკლული. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი წერს.

„ჩვენი ინფორმაციით, უმეტესობა მოკლეს ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შორის შვილებთან ერთად.

ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშის ქვეშაც კი არ შეგვიძლია ადამიანების დაცვა“, – თქვა ფილიპ ლაზარინმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები