BBC: ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ომი მძევლების გათავისუფლების შემდეგაც გაგრძელდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს იქამდე გააგრძელებს, სანამ ქვეყანა ყველა მიზანს არ მიაღწევს. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი იუწყება.

ვიდეო განცხადებაში, რომელიც ჩაწერილია მინისტრთა კაბინეტის შეხვედრამდე, რომელსაც მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შესაძლო გარიგების საკითხი უნდა განეხილა, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ „სისულელეა“ საუბარი იმის შესახებ, რომ მძევლების გათავისუფლების შემდეგ ომი შეჩერდება.

ნეთანიაჰუმ მძევლების დაბრუნებას „წმინდა და მთავარი მიზანი“ უწოდა.

„ომში არსებობს ეტაპები და მძევლების დაბრუნების პროცესშიც არის ეტაპები, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ მოვიპოვებთ ტოტალურ გამარჯვებას, ვიდრე არ დავაბრუნებთ ყველა მათგანს“, – აცხადებს ისრაელის პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები