ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ „ჰამასის“ სრული დამარცხებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლში დაბრუნებას

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ქვეყანას ღაზის სექტორში ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ მძევლებთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ „ჰამასის“ სრული დამარცხებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლში დაბრუნებას.

ვფიქრობ, ჩვენ ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს დღეებში. ამ კამპანიის განმავლობაში – 45 დღე – არ არის მომენტი, რომ მძევლებზე არ ვიფიქრო“, – ამბობს ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

მინისტრთა კაბინეტი დღეს საღამოს შეიკრიბება და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების საკითხს განიხილავენ, რომლის შუამავალიც კატარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები