ბაიდენი – „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლებაზე: ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეთანხმება, რომლის მიხედვითაც „ჰამასი“ ღაზადან რამდენიმე მძევალს გაათავისუფლებს, „ძალიან ახლოსაა“. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი წერს.

„როგორც ყველამ იცით, კვირების განმავლობაში, ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობდით. ჩვენ ახლა ძალიან, ძალიან ახლოს ვართ [შეთანხმებასთან]. მოცემული მომენტისთვის, საქმე კარგად გამოიყურება.

ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. შეგვიძლია ამ მძევლებიდან რამდენიმე ძალიან მალე წამოვიყვანოთ. არაფერი არ კეთდება, სანამ არ გაკეთდება, მაგრამ ამ მომენტში საქმე კარგად გამოიყურება“, – ამბობს ბაიდენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები